07:03 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 11:05:26, 995 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს.

მაია მელიქიძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განუცხადა, რომ აღნიშნულ სეგმენტს, უჭირს ფინანსებთან წვდომა, რათა საკუთარი საქმიანობა განავითაროს.

მისივე განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოსათვის ფინანსურ მხარდაჭერას გამოყოფს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიზნით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს გადაეცემათ.

მაია მელიქიძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს თანამშრომლობას "რესპუბლიკა ბანკთან", „თიბისი ბანკთან", „პროკრედიტ ბანკთან", „საქართველოს ბანკთან".

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მაია მელიქიძე აქტიურად ჩაერთვება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროცესის მონიტორინგში, რომელსაც თავად ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics