|
2016-06-17 09:14:07, 670 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი საერთო ღირებულებებს ეფუძნება
„გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი ჩვენს საერთოდ ღირებულებებს ეფუძნება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილა გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე განაცხადა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი იმყოფებოდა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისა და გულთბილი მიღებისთვის. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. "გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. უფრო მეტიც, გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საელჩო გახსნა თბილისში 1992 წლის აპრილში და ეს მისია შეასრულა გერმანიის ერთ-ერთმა ბრწყინვალე მოღვაწემ ჰანს-დიტრიხ გენშერმა, რომელმაც დახმარება გაუწია ახლად შობილ სახელმწიფოს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმაში სახელმწიფოებრიობის გზაზე. მას შემდეგ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და, რაც მთავარია, ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამისთვის. გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ფუნდამენტურია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელებას,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას დიპლომატები, ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)