|
2016-06-16 15:40:19, 700 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: არც ერთ ქვეყანას არ დაურღვევია მსოფლიო წესრიგი ისე, როგორც რუსეთს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მსოფლიო წესრიგი ყველაზე მეტად რუსეთმა დაარღვია. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ დაურღვევია მსოფლიო წესრიგი ისე, როგორც რუსეთს. ის ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას, მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფო ტერიტორიის ოკუპირება. ღიად განაცხადა, რომ მისთვის ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუღებელია“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. როგორც გუშინ, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე გახდა ცნობილი, ნატო პოლონეთში საკუთარი ძალების რაოდენობას გაზრდის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)