|
2016-06-16 15:14:34, 1360 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის აზრით, რუსეთი ევროპაზე ძლიერია
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და ევროპას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. აღნიშნული განცხადება სარკოზიმ სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. სარკოზის თქმით, ვლადიმირ პუტინთან პირადი შეხვედრისას მან რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, პირველი ნაბიჯი გადადგას და სასურსათო ემბარგო, რომელიც მოსკოვმა ევროპას დაუწესა, გააუქმოს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, პირველმა ხელი ყველაზე ძლიერმა უნდა გაუწოდეს, ასეთი კი რუსეთია. ამასთან, სარკოზიმ დასძინა, რომ სანქციების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელი იქნება. მისივე განმარტებით, სანქციები რუსეთსა და ევროპას შორის უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის, რის გამოც შეთანხმების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთი ევროპას სირიის პრობლემის მოსაგვარებლადაც სჭირდება ნიკოლა სარკოზის თქმით, ერთი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია უნდა შეიქმნას. “ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვინმეს მიერ ნაკარნახევი არ უნდა იყოს ”, - განაცხადა სარკოზიმ. მანვე დასძინა, რომ აშშ ორი გეოპოლიტიკური სუბიექტის ურთიერთობებში არ უნდა ჩაერიოს. როგორც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინა ევროპისა და რუსეთის დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს, ამიტომ ის უკრაინის ნატო-ში შესვლასა და მის ევროკავშირთან ღრმა ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. სარკოზის განმარტებით, პუტინის ავტორიტეტი უდაოა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტთან უთანხმოებები, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საზღვრების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მასაც ჰქონია. რაც შეეხება ყირიმის სტატუსს, სარკოზიმ აღნიშნა, რომ ყირიმი მინსკის შეთანხმებებში ნახსენები არ არის. ცნობისთვის, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დღეს, გაიხსნა. ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლა სარკოზის შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)