|
2016-06-16 12:57:58, 570 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მედიაკონფერენციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომლის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერება - ახალი რეალობა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიის როლზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნის წინაპირობა დამოუკიდებელი მედიაა. „ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები, რომელსაც სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განვითარება ჰქვია. ეს პროცესები დიდადაა დამოკიდებული დამოუკიდებელ მედიაზე. მედია ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ქართველი ხალხი დიდი ინტერესით არის განწყობილი მედიისა და პოლიტიკის მიმართ. ისინი დაინტერესებული არიან იმ რეპორტაჟებით, რომელსაც ჟურნალისტები ამზადებენ; იმ დისკუსიებითა და კითხვებით, რომელსაც მედია პოლიტიკოსებს უსვამს. ხალხს უყვარს მედიის წარმომადგენლები. საზოგადოებას არ ვუყვარვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და აინტერესებთ ის, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. სწორედ ეს პროცესი არის გარანტია ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც ურთიერთობ მედიასთან, ეს რეალურად ნიშნავს, რომ შენ ურთიერთობ საზოგადოებასთან. „მედიას შეუძლია პირდაპირ მოგაწოდოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს საზოგადოება. როგორც პოლიტიკოსს ყოველთვის გაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ არასოდეს იცი რეალურად რას ფიქრობენ ისინი. ამიტომაც ჟურნალისტებს აღიქვამ იმ ადამიანებად, რომლებსაც მოაქვთ ჩვენამდე ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩემზე ყოველთვის დიდ შტაბეჭდილებას ახდენდა მედიის განვითარების, ჩვენი მედიის საქმიანობის დონე, თუ რაოდენ კარგად არიან ერუდირებული ჩვენი ჟურნალისტები, რაოდენ კარგად არიან ისინი მომზადებული ინტერვიუსათვის. საქართველოში ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მედია დემოკრატიის მამოძრავებელი ერთერთი ძალაა", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. (EJTA) -ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით დღეს გაიხსნა, პირველად ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედიასკოლების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)