|
2016-06-16 10:25:08, 675 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ გერმანიის კანცლერისგან
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველომ გერმანიის კანცლერისგან გამამხნევებელი და მხარდამჭერი გზავნილები მიიღო. ბაქრაძის თქმით, მოლოდინი პოზიტიურია, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი, გერმანიის მხარდაჭერით გაგრძელდება და დროულად დასრულდება. "ძალიან მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ გერმანიის კანცლერისგან, რაც ერთის მხრივ საქართველოს მიერ სათანადოდ შესრულებულ სამოქმედო გეგმავს, სათანადოდ შესრულებულ ყველა წინა პირობას უკავშირდებოდა და რაც მთავარია გერმანიის სრულ მხარდაჭერას ამ პროცესში. გასაგებია, რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია და გარკვეულ პროცედურებს საჭიროებს, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი დროულად სწორედ გერმანიის მხარდაჭერით გაგრძელდება და დროულად დასრულდება", - განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)