01:06 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 20:48:16, 660 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: იმედიანად ვართ განწყობილი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე გახდება ხელმისაწვდომი

„ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა, მომავალში საქართველო გერმანიისგან არ უნდა ელოდოს დაბრკოლებას ვიზალიბერალიზაციის პროცესის რომელიმე ეტაპზე.

„ერთის მხრივ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის. მეორე - აღინიშნა ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს და არანაირი შეფერხება გერმანიის მხრიდან ამ პროცესს არ ქნება, გამომდინარე იმ მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოდან, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. ასევე ჩვენ მივიღეთ დამაიმედებლი გზავნილი, რომ ევროპარლამენტის ფარგლებშიც, გერმანია გააგრძელებს და მხარს დაუჭერს დროულად საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ გერმანულ მხარესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ველოდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას ევროპარლამენტში და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics