|
2016-06-15 18:58:27, 640 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: უკრაინის გენპროკურორის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ნაზაროვმა შეხვედრა გამართეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ მიმდინარე წლის 14 ივნისს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებების გამო, რაც წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას წუხილი გამოითქვა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თავად ამ გადაწყვეტილების შინაარსს არ შეესაბამება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა, გენერალური პროკურორის არაინფორმირებულობამ გამოიწვია, შედეგად კი, მის მიერ საქმის არასწორი შეფასება მოხდა, ეს კი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. თავის მხრივ, ნაზაროვმა განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკვე მიღებული აქვს და საქართველოს პოზიციას კიევს დაუყოვნებლივ აცნობებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)