|
2016-06-15 18:29:36, 614 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრ იოჰანა ვანკას შეხვდა
"გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს გერმანული ინსტიტუტების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრ იოჰანა ვანკას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამხვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელ ნაწილზე- განათლების რეფორმაზე, რაც პროფესიულ განათლებაში გერმანული მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. მისი თქმით, გერმანული დუალური მოდელი გულისხმობს მიდგომებს, რომელიც მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან და კურსდამთავრებულების მომავალ დასაქმებასთანაა დაკავშირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გამოითქვა იმედი, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებული განათლების სისტემა ქვეყანას მეტ კვალიფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და მეტ დასაქმებულს ადამინს შესძენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს, იოჰანა ვანკას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რაც პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მემორანდუმი ითვალისწინებს: პროფესიონალების გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტების დამეგობრებას საქართველოში დუალური განათლების დანერგვის მხარდასაჭერად; სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას; ერთობლივი სემინარების, კონფერენციების მოწყობას, გამოცდილების გაზიარების მიზნით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა იოჰანა ვანკამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)