|
2016-06-15 17:38:30, 620 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არ ვთვლით, რომ გერმანიამ იმედები გაგვიცრუა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ ფიქრობს, რომ გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციასა და NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუშლის. ამის შესახებ პრემიერმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განვიხილავთ უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში. ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ასევე არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან. უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის, როგორც ევროპული, ასევე გლობალური პოლიტიკის. ამიტომ, არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ ვთვლით, რომ მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში. საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. საქართველო თვლის, რომ აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი - ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში - გააფართოვოს პარტნიორობა NATO-სთან და ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)