|
2016-06-15 17:18:59, 665 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი: ნატო-სთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ, საქართველოსთვის სპეციალურ პაკეტს შევქმნით
ნატო-სთან დაკავშირებით ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სპეციალური პაკეტის შექმნას გულისხმობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანია საქართველოსთან ავღანეთთან დაკავშირებით კარგად თანამშრომლობს. „რაც შეეხება ნატო-ს, ვიპოვეთ კარგი გადაწყვტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ გიორგისთან, საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაშიც ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს პაკეტის „ნატო ჯორჯიან საბსენთენშენის“ ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მერკელმა. ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)