|
2016-06-15 16:03:45, 719 ნახვა
პოლიტიკა
ზაფხულის მეორე ნახევარი ცხელი იქნება, ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე აიწევს
ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, რაც აგვისტოს ბოლომდე გასტანს. დრო და დრო იქნება ხანმოკლე წვიმაც, ძირითადად აჭარაში, თუმცა მთლიანობაში ზაფხულის მეორე ნახევარი ცხელი იქნება. ამის შესახებ, „ექსპრესნიუსს“გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა ხათუნა ქოქოსაძე განუცხადა. მისივე თქმით, ახლა სიცხეა, თუმცა ხვალიდან აგრილება. სიგრილე რამდენიმე დღე გაგრძელდება. 25 ივნისიდან კი ტემპერატურა ისვე მოიმატებს. „დაცხა, მაგრამ რამდენიმე დღე ისევ აგრილდება. ხვალიდან დასავლეთ საქართველოში წვიმებია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოშიც გაწვიმდება, შესაბამისად ტემპერატურაც დაიწევს. 20-25 ივნისიდან ისევ გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ჩათვლით ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმა საერთოდ არ იქნება. ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი იქნება. აგვისტოში ტემპერატურის საკმაოდ მომატებაა მოსალოდნელი. შესაძლებელია ტემპერატურამ 39-40 გრადუსს მიაღწიოს. ეს იქნება ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე, თუმცა როგორც აღვნიშნე, შიგადაშიგ ხანმოკლე წვიმები იქნება. წვიმები უფრო დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი, კონკრეტულად კი აჭარის რეგიონში. მაგრამ გადაბმული წვიმები არ იქნება. ასეთივე ამინდები იყო წინა ორ წელს. ივნისი იყო გრილი, ივლისსა და აგვისტოში კი ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა. წელს საშუალო მრავალწლიან მუშაობასთან ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალი მაინც იქნება“, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)