00:09 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 13:13:28, 700 ნახვა

პოლიტიკა
ნატო ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ბატალიონებს განათავსებს

ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ალიანსის ბატალიონების განთავსებას როტაციის პრინციპით ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში.

ამის შესახებ შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატომ გადაწყვიტა გააძლოეროს მისი ყოფნა ამ ქვეყნების წინა ხაზზე.

ნატოში აშშ-ის წარმომადგენლის დუგლას ლუტეს განცხადებით კი, ეს ბატალიონები დაკომპლექტდება 800-1000 ადამიანით და ისინი შეიცვლებიან ყოველ ექვს-ცხრა თვეში ერთხელ, ამ ტერიტორიებზე მუდმივი ყოფნის პირობით.

ოთხი ქვეყნიდან სამი, რომლებიც დააკომპელქტებენ აღნიშნულ ბატალიონებს იქნება აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი - ნატოს ყველაზე მაღალი რანგის წევრები. ბატალიონების ესტონეთთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში განთავსება 2017 წლიდან დაიწყება.

შეგახსენეთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ნატოს რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას:

"ვფიქრობ, ეს ნატოშიც კარგად იციან, უბრალოდ ისინი ჩვენ ფაქტორს იყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამხედრო ბატალიონი განათავსონ ჩვენ მეზობლად", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics