|
2016-06-15 12:13:05, 599 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციელებს, შესაძლოა, კომისიის თავჯდომარის თანხმობის გარეშე, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მიეცეთ
პოლიციის მუშაკებს, შესაძლოა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნის და თანხმობის გარეშე, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მიეცეთ. აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. მოქმედი კანონმდბელობით, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით. ცვლილებების მიხედვით კი, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არა კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის, ან დაცვის მიზნით. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოთხოვნით პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოიძახონ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას, ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუ საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს ექმნება.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)