|
2016-06-15 10:43:31, 1796 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ცენტრს „ინოვა“ საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი მეთე დურენი ეწვევა
22-23 ივნისს სამედიცინო ცენტრს „ინოვა“ საერთაშორისო ექსპერტი, ენდოკრინოლოგ ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ევროპის ქირურგიული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი მეთე დურენი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა „ინოვა“ პროფესორს დურენს წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. მეთე დურენი აღიარებულია მსოფლიოს 20 საუკეთესო ენდოკრინოლოგს შორის. 2016 წელს ბ-ნი დურენი არჩეულ იქნა ევროპის ენდოკრინოლოგიის ქირურგიული ასოციაციის ხელმძღვანელად; 2 დღიანი ვიზიტის განმავლობაში, სტამბოლის წამყვანი კლინიკების (Florence Nightingale, ამერიკული ჰოსპიტალი და აციბადემი) ექსპერტი, ქართველ პაციენტებს გაუწევს კონსულტაციებს და გააკეთებს ოპერაციებს სამედიცინო ცენტრში "ინოვა". ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ჩატარების ოთხი ხერხი არსებობს, მეთე დურენის განსაკუთრებული და განსხვავებული მეთოდი კი დავინჩის რობოტის ჩარევით ხორციელდება. დავინჩის რობოტის მეთოდის გამოყენებისას, განაკვეთი გაკეთება იღლიის ფოსოდან, რის შემდეგაც ყელზე ნაიარევი აღარ რჩება. მეთე დურენი კლინიკას თავის ჯგუფთან ერთად ერთად ეწვევა. მისი ჯგუფის წევრების საშუალებით კი ქართველი პაციენტებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და კვანძოვანი წარმონაქმნების ბიოფსია ჩაუტარდება. მორფოლოგიური მასალის გადაგზავნა მოხდება თურქეთში გამოსაკვლევად. კონსულტაციებზე ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველები უნდა დაგვიკავშირდნენ: +995 514 232 200. პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებზე დაწყებულია! სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის 7ა ტელ.: +995 514 232 200. კლინიკა „ინოვას“ ცხელი ხაზი: 2 232 232;
(R)
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)