|
2016-06-14 19:20:49, 724 ნახვა
პოლიტიკა
მუხაშავრია: სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატა მერაბიშვილის საქმეს უკეთეს შემთხვევაში არ განიხილავს
იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატა უკეთეს შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის საქმეს არ განიხილავს. უარეს შემთხვევაში კი ზედა პალატა უფრო მეტ დარღვევებს აღმოაჩნეს, ვიდრე ეს ჩვეულებრივმა პალატამ დაწერა თავის გადაწყვეტილებაში. ამის შესახებ იურისტმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მუხაშავრია ხელისუფლებას ურჩევს, მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. „მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოს ჩვეულებრივმა პალატამ განიხილა. ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრება ზედა პალატაში შეიძლება, ოღონდ თეორიულად. ზედა პალატა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხილავს ხოლმე საქმეს, ან იმ შემთხვევაში როდესაც მხარე გაასაჩივრებს. შესაძლებელია თავისი ინიციატივითაც განიხილოს. არ ვფიქრობ, რომ სტრასბურგის ზედა პალიტა ამ საქმეს განიხილავს. ან შეიძლება განიხილოს და უფრო მეტი დარღვევა დაუდგინოს საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ეს ჩვეულებრივმა პალატამ დაუდგინა. მთავრობას ვურჩევდი, რომ გადაწყვეტილება არ გაესაჩივრებინა. გამოეყენებინა კეთილი ნება და მერაბიშვილი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. რაც ვიცით მის შესახებ სრულიად საკმარისია მისთვის, როგორც დასჯის ღონისძიება. მისი პატიმრობის აზრს ვერ ვხედავ“, - განუცხადა ლია მუხაშავრიამ „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება ზედა პალატაში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა. სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს 12 ათასი ევრო 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს. მათ შორის 4 000 ევრო პირადად ვანო მერაბიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ხოლო 4 000-4 000 ევრო ადვოკატების ხარჯის ანაზღაურებისთვის.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)