07:04 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 14:31:50, 1021 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანიის საქართველოში რეგისტრირების საკითხებზე "ჰუალინგ ჯგუფთან" სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩინური ავიაკომპანიების შემოსვლის ხელშეწყობის, ბიზნესორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გამართვისა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებიან. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ქართულმა მხარემ  შეხვედრა გამართა  „ჰუალინგ ჯგუფთან“, რომელიც საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს. 

შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს კომპანიის ანგარიში ავიაკომპანიად რეგისტრირებისათვის განხორციელებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, „ჰუალინგ ჯგუფი“ ინვესტიციების განხორციელებას სამოქალაქო ავიაციის სხვა სფეროებშიც გეგმავს.

ჩინური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ტექნიკური მომსახურებისა და საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების ცენტრის შექმნით, აგრეთვე მცირე ავიაციის განვითარებისა და მისი ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობებით.

შეხვედრის ფარგლებში, ჩინური მხარე დეტალურად გაეცნო საქართველოში მოქმედი საავიაციო საკანონმდებო-ნორმატიული ბაზის შესახებ ინფორმაციას მოსამზადებელი სამუშაოების დროულად და ეფექტურად წარმართვისთვის.  სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სრული მხარდაჭერა აღუთქვა კომპანიას და  მორიგი შეხვედრა თბილისში დაიგეგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics