|
2016-06-13 14:31:56, 754 ნახვა
საზოგადოება
დღეს თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე მუსიკალური ფესტივალის დასკვნით კონცერტი გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საღამოზე შესრულდება რახმანინოვის, მოცარტის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. სოლისტები არიან ალექსანდრე კორსანტია, თამარ ლიჩელი და სანდრო ნებიერიძე. მათივე ცნობით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 2016 წლის 10-13 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც თ. ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მუსიკოსებთან ერთად - ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი - მონაწილეობედნენ ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენ აისო (იაპონია), რაფალ ლუკი (პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგი ხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე. ცნობისთვის, წელს საფუძველი ჩაეყარა ფესტივალისთვის ძალზედ მნიშვნელოვან მოვლენას - იტალიის ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე - „Ibla Grand Prize” - საქართველოს სახელით დაწესდა პრემია, რაც გულისხმობს კონკურსის ლაურეატთა ჩამოყვანას საქართველოში. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დღე (12 ივნისი) სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულებს დაეთმო. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელის თამარ ლიჩელი, ხოლო ორგანიზატორი მანანა ფაცურია.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)