06:23 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 10:15:02, 955 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი: 2008 წლის შემდეგ, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგრძნობლად მატულობს.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში არსებულ სტაბილურობაზე და გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოზე მიუთითებს.

„პირველ კვარტალში იყო უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წლის შემდეგ, 376 მილიონი დოლარი, ეს არის მართლაც სასიხარულო რიცხვი, აქედან ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა არის პირველ ადგილზე, საფინანსო სექტორი, შემდეგ უკვე მოდის ენერგეტიკის სექტორი და პირველი ინვესტორი ქვეყანა დაფიქსირდა აზერბაიჯანი, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს და ძალიან სასიხარულოა, რომ შეინიშნება ასეთი მართლაც და მნიშვნელოვანი მატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. რაც ბევრ რამეზე მიუთითებს-სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო მიმართულების ჩამოყალიბებაზე და დანახვაზე, ასევე,რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდის და ბლოკის ძალიან კარგად მუშაობაზე, რაც ვფიქრობთ,რომ სასიხარულოა”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics