23:23 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 12:58:10, 629 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით მომუშავე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წარმომადგენლებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები იყო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში მონაწილე (EUFOR RCA) ქართველ სამხედროებს ეხებოდა. ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაშია და საქმის შესწავლას ადგილზე აწარმოებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხია და უწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

"მეტად მნიშვნელოვანია, ამ ოფისში იცოდნენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს ჩვენი ჯარისკაცების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თვალის დახუჭვას. არ გავჩერდებით, ვიდრე ბოლომდე არ გავარკვევთ სიმართლეს და სათანადოდ არ ვუპასუხებთ იმ ბრალდებებს, რომელიც ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად ქართული ჯარის მიმართ, ჩემი აზრით, სრულიად უმართებულოდ გამოითქვა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics