|
2016-06-11 10:53:42, 1124 ნახვა
საზოგადოება
შსს პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიას „Gulf Georgia“ და სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეუერთდნენ. შსს-ს ინფორმაციით, სტუდენტებმა უწყების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანია „Gulf“-ის ავტოგასამართ სადგურებსა და მასთან მდებარე „Gulf Store“-ის ობიექტებში განათავსეს. სტიკერები ავტოგასამართ სადგურებში შემოსულ მძღოლებსაც დაურიგდათ, რომელთაც სტუდენტებმა შს სამინისტროს კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
აქტივისტი ნანა სანდერი: მე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის აუდიტს ჩაატარებს
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)