|
2016-06-10 14:35:06, 690 ნახვა
საზოგადოება
ჟუჟანა იაკობი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკას მხარი ყოველთვის დაუჭიროს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკას მხარი ყოველთვის დაუჭიროს,-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჟუჟანა იაკობმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო განხორციელებული რეფორმებით სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი უნდა იყოს: „მე ძალიან მოხარული და აღფრთოვანებული ვარ იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველო განხორციელებული რეფორმებით მაგალითი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, განსკუთრებით ეს ეხება ორ მიმართულებას, ესენია: საყოველთაო ჯანდაცვა - სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა “, - აღნიშნა ჟუჟანა იაკობმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე აჭარაში, დავით სერგეენკოსთან ერთად სამედიცინო საზოგადეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა: „ევროპის რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოში ძალიან დიდი ცვლილება მოახდინეთ ჯანდაცვის სფეროში და მიხარია, რომ ამის აღნიშვნა ხშირად მიწევს. გასულ წლებთან შედარებით 2014-2015 წლებში მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ ნაწილს აქვს სრული ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელსაც აკეთებთ პრევენციაში, ჯანდაცვასა და ეკონომიკაში, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობის სუსტი სტატუსი არის დიდი ტვირთი და უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მზად არის, ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკას, სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის სრულ მოცვას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს და დავეხმარებით საქართველოს მთავრობას ჯანმრთელობის ისეთი დეტერმინანტების განვითარებაში, როგორიცაა: გარემოს დეტერმინანტები, ცხოვრების ჯანსაღი წესის ორგანიზება, თამბაქოს მოხმარების შემცირება, ჭარბი წონის მართვა, ფიზიკური აქტივობის და სხვა სოციალური დეტერმინანტების განვითარება. ასევე, მინდა შევეხო C ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც სრულიად უნიკალურია ევროპის რეგიონში. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერობს განვითარების მიმართულებით“ - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი. ჟუჟანა იაკობი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის პოზიციას ევროპის რეგიონში 2010 წლიდან იკავებს. იგი ევროპის წევრ რეგიონებს აქტიურად ეხმარება ჯანდაცვის პოლიტიკის სწორად წარმართვასა და დაგეგმვაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამდე ჟუჟანა იაკობი ევროკავშირის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის (ECDC) დამფუძნებელ დირექტორად მუშაობდა. ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორობის პერიოდში, ის ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით, 51 წევრ ქვეყანას უწევდა კოორდინირებას.
აქტივისტი ნანა სანდერი: მე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის აუდიტს ჩაატარებს
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)