23:23 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 14:27:14, 599 ნახვა

პოლიტიკა
შვედეთის იუსტიციის მინისტრი: საქართველო, ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში მყოფ ქვეყნებს შორის, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა

შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მორგან იოჰანსონის განცხადებით, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას ელოდებიან, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა.

იოჰანსონის თქმით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კრიტერიუმებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს.

"საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც კრიტერიუმები ყველაზე მეტად დააკმაყოფილა და მე ვაპირებ ამის თქმას დღევანდელ შეხვედრაზე. მე არ მსურს სხვა ქვეყნების შეფასებებზე საუბარი, თუმცა რაც შეეხება შვედეთის პოზიციას, მიგვაჩნია, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში მყოფ ქვეყნებს შორის, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა", - განაცხადა შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრმა მორგან იოჰანსონმა.

ცნობისთვის, აღნიშნული კომენტარი იოჰანსონმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის პარლამენტმა გადაწყვითა საქართველოს ვიზალიბერალიაციას მხარი დაუჭიროს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics