|
2016-06-10 09:33:05, 874 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის პრემიერ–მინისტრს მიუსამძიმრა ქალაქ აქტობეში მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ყაზახ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო–ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შემდგომი განვითარებაც დადებითად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მინისტრებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს ორ ქვეყანას შორის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის ჩატარებას, რომელიც 10 ივნისს იგეგმება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო. მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გადაუჭრელი. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა შეთანხმება საქართველოს ვალის საკითხზე ყაზახეთთან მიმართებაში. მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმზე და დასარიცხ პროცენტზე. აღინიშნა, რომ სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით ყაზახური მხარე გეგმავს ცვლილებებს, რათა მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით ტრანსკასპიური დერეფანი (საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით) კიდევ უფრო კონკურენტული და მიმზიდველი იყოს პოტენციური გადამზიდავებისთვის. ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის, ასეტ ისეკეშევის განცხადებით, აღნიშნული სატრანზიტო მიმართულების განვითარება სერიოზული ბიძგის მომცემი იქნება როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე დერეფნის ქვეყნებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)