21:59 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 12:53:02, 629 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე: არ მაქვს პასუხი კითხვაზე, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული

" გულახდილად რომ გითხრათ, არ მაქვს პასუხი კითხვაზე, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული",- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

" თუმცა, უნდა ითქვას,  ევროკავშირის ინსტიტუტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველომ პირობები შეასრულა. ჩემი განცდაა დრო, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილების მიღების დრო. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ როცა ევროკავშირისგან შეთავაზებები ხდება, პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებებს",- განმარტა  იანოშ ჰერმანმა.

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის  კვლევის ცენტრის, კონრად ადენაუერის  ფონდისა და თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო  ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics