|
2016-06-08 16:55:04, 666 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: თბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატურა იმიტომ მოვხსენი, რომ პროცესში ვიღაცები ერეოდნენ
ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების ერთ-ერთ მიზეად პარტიაში მიმდინარე არაჯსაღ პროცესებს ასახელებს. როგორც ვაშაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაცმოძრაობაში“ პრაიმერი მისი ინიციატივით დაინერგა, თუმცა თბილისის მერის არჩევნების დროს პრაიმერი თავად მოხსნა, ვინაიდან პროცესში გარკვეული პირები ერეოდნენ. ვაშაძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს. ამბობს, რომ ეს წარსულია. იგი აქვე დასძენს, რომ პარტია მაშინ იმიტომ არ დატოვა, რომ ვითარების დარეგულირების ყველა რესურსი ამოწურული ჯერ კიდევ არ იყო. „ნაცმოძრაობამ“ რეალური შანსი გაუშვა, ყოფილიყო პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა ექნებოდა. ყოფილიყო შიდა კონკურენცია. ესეც ჩემი დანერგილი იყო. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ პროცესები არასწორად წავიდა. იყო ხელოვნური ჩარევები და ა.შ. ვინ ერეოდა, ახლა ამის დასახელებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - აცხადებს ვაშაძე. ჟურნალისტის კითხვაზე სააკაშვილიც ხომ არ ერეოდა, პასუხობს რომ ექს-პრეზიდენტი ყველაზე ნაკლებად ერეოდა პროცესებში. „სააკაშვილი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო. ნაკლებად ერეოდა მართვის პროცესში. გახსოვთ, რომ ჩემს წერილში დავასახელე სახელები და გვარები, ჩემზე მეტი სახელი და გვარი არავის დაუსახელებია. ეს პირები ეროდნენ მართვის პროცესში. ეს წარსულია ამაზე დიდი ხნით „ჩაციკვლას“ არ ვაპირებ. რაც შეეხება იმას, თუ მაშინვე რატომ არ წამოვედი პარტიიდან, ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ ეს არ იყო საბოლოო წერტილი. დღესაც ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და თანამოაზრეა „ნაცმოძრაობაში“. რესურსი მაშინ ჯერ კიდევ იყო დარჩენილი, რომ სიტუაცია შეცვლილიყო. ვიყავი იქამდე, სანამ მეგონა რომ პარტიის ტრანსფორმაცია მოხდებოდა“, - განუცხადა გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსს“. „ექსპრესნიუსი“ გიორგი ვაშაძესთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 5 მაისს დატოვა. იგი პარტიის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძეს, მიხეილ მაჭავიანს, გოკა გაბაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს დაუპირისპირდა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის დაუპირისპირდა დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)