00:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 18:53:50, 920 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში ავეჯის მწარმოებელ ამხანაგობა კომფორტი დაათვალიერა

ბათუმის გარეუბანში მდებარე ამხანაგობა „კომფორტს“ დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამხანაგობამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმოების კომპონენტში და თანადაფინანსების სახით, 15,000 ლარი მიიღო.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას და მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლებას.

ამხანაგობა „კომფორტი“ ბათუმის გარეუბანში მცირე საამქროს ამუშავებს, სადაც ავეჯს ამზადებს. თუმცა უფრო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის ამხანაგობის წევრებს  დამატებითი მანქანა-დანადგარები ესაჭიროებოდათ, რომლის შეძენის თანხაც არ ჰქონდათ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში მონაწილებამ ამხანაგობის წევრებს საშუალება მისცა შეეძინათ საჭირო ვერტიკალური ჭრის დაზგა. ამ სიახლის მეშვეობით მათი პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამხანაგობის წევრები თბილისის ტექნოპარკში მიიწვია, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ იქ არსებულ მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში, ინოვაციები საკუთარ წარმოებაში გადმოიტანონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics