17:31 - 11 May, 2026
|
2016-06-07 16:05:27, 675 ნახვა
საზოგადოება
გორში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა
გორში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. როგორც "ექსპრესნიუსს" გორის მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს, ქალაქის ქუჩები წყლის ჭარბი ნაკადისგან უკვე გათავისუფლებულია და შესაბამისმა სამსახურებმა წყალი ამოტუმბეს. მათივე ინფორმაციით, გორის რამდენიმე უბანში წყლის დიდმა ნაკადმა ქვები ჩამოიტანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები ერთდროულად მუშაობენ. ძლიერი წვიმის გამო გორში ელექტროენერგიაც გაითიშა. ამ დროისთვის ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ინფორმაცია მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. პრეს-სამსახურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)