|
2016-06-06 16:31:59, 571 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დავით სერგეენკოსა და მთავრობის სხვა წევრებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოების საკითხს გამოეხმაურა და ჯანდაცვის მინისტრსა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სხვა მინისტრებს მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის თქმით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობის პროცესში 10 000- ზე მეტი პაციენტია ჩართული. პრემიერი მიესალმება, რომ განკურნებული ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი მატულობს. „ჯანდაცვის მინისტრმა ჩაატარა უკვე ბრიფინგი და მინდა, მივესალმო შედეგს, რომელიც იქნა მიღწეული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ეს არის C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოება და 10 ივნისიდან საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი უკვე შეძლებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მკურნალობა. დღემდე ეს იყო მხოლოდ ხელმისაწვდომი მძიმე დაავადების ნიშნების მქონე პაციენტებისთვის და ნამდვილად მისასალმებელია, ეს ბატონი დავით სერგეენკოს დიდი შრომის შედეგია და, ასევე, მთელი გუნდის, რომელიც მასთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობის პროცესში 10 000- ზე მეტი პაციენტია ჩართული და ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი მატულობს და მისასალმებელია, რომ ამ კუთხით საქართველოში შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული, თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია მკურნალობის. ეს მართლაც დიდი შრომის შედეგია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)