|
2016-06-06 11:10:19, 946 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია
არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია, - ამის შესახებ ხადურმა აუდიტის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა სამინისტრომ განმარტებითი ბარათი არ გააგზავნა. მანვე დასძინა, რომ სამინისტრომ ყველა ის დოკუმენტი გადაგზავნა რაც მისი ვალდებულებაა, რომ როგორც აუდიტის სამსახურს ისე პარლამენტს გადაუგზავნოს. „არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ მინისტრები მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია. მათ შორის, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ფინანსთა სამინისტროში. რაც შეეხება ზოგადად საკითხს ნამდვილად გაზრდილია შრომის ანაზღაურების ფონდი. ეს არის შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გამო და ამაზე ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა. მათ შორის იმ პერიოდში როცა ჩვენ ბიუჯეტი გაგვქონდა საქართველოს პარლამენტში გასული წლის ბოლოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა და 291 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად გადააგზავნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე სამინისტროებმა ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)