|
2016-06-03 21:50:22, 838 ნახვა
სამხედრო
საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. გამგზავრებამდე ჯგუფის წევრებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო საკითხების დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა. მოგვიანებით, ჯგუფის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით ადგილზე დაგეგმილი საგამოძიებო საქმიანობის გარდა, უსაფრთხოების, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, თარჯიმნის მომსახურებისა და ტრანპორტირების საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან შეხვედრების ორგანიზებაც სთხოვა. „ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია - ჩვენ ვითხოვთ სრულ კოოპერაციას, სრულ თანამშრომლობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოებისგან. იმ მასალებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია. ერთი კვირის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება. პარალელურად, მივემგზავრები ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ყველა იმ პირთან გავმართავ შეხვედრებს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. უკვე მათგან მოვითხოვთ პასუხებს, რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა ამ ბრალდებების წაყენება. მცდარია, ფუნდამენტური შეცდომაა, როდესაც არ გაქვს მტკიცებულება, არ შეგიძლია საქმესთან დაკავშირებით რამის წარმოდგენა და შენ თავს აძლევ უფლებას ასეთი ტიპის განცხადებები აკეთო კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით. არ არსებობს კოლექტიური ბრალი, ვიღაც ადამიანმა ან ჩაიდინა დანაშაული, ან - არა. ამიტომ, ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია - ერთი მხრივ, გუნდი ცენტრალურ აფრიკაში შეეცდება ყველა ინფორმაცია წამოიღოს, რაც კი ადგილზე არსებობს. მე უკვე გაეროში შევეცდები მივიღო მათგან პასუხები იმისათვის, რომ ეს თემა ძალიან მალე დავასრულოთ და ჩვენი ბიჭების უდანაშაულობა დავამტკიცოთ,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)