15:10 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 17:38:21, 852 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ხვალ სამცხე-ჯავახეთს ეწვევა

სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება. 

ვაზის პირველ ნერგებს, ასპინძის რაიონში, მესხური ტერასების ტერიტორიაზე, ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და „ვარძიის ტერასების" დირექტორი გიორგი ნათენაძე ჩაყრიან.
რ"ეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების  აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდება. სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მესხური ტერასების პროექტის წარდგენის შემდეგ, ვარძიის მიმდებარე უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარძიასაც ესტუმრება და კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics