|
2016-06-03 09:44:50, 604 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ლიტველ, მოლდოველ და ბელარუს კოლეგებს შეხვდა
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს ლიტვის, მოლდოვისა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. შსს-ს ინფორმაციით, კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, ლიტვის შს მინისტრმა თომას ჟილინსკასმა, მოლდოვის შს მინისტრმა ალექსანდრუ ჟიზდანმა და ბელარუსის შს მინისტრმა იგორ შუნევიჩმა გიორგი მღებრიშვილს და ქართველ სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცეს. სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გიორგი მღებრიშვილი უცხოელ კოლეგებს პირისპირ შეხვდა და პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. შს მინისტრებმა შეხვედრებზე სამართალდაცვით სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა კოლეგებს საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საქართველოს შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, პოლიციური განათლების სფეროში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, შსს-ს აკადემიაში რეგიონული ტრენინგ-პროგრამების განხორციელების კუთხით. გიორგი მღებრიშვილის თქმით, აუცილებელია შენარჩუნდეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გაზიარება მიმდინარე პროგრესის შესახებ და სამომავლო გეგმების დასახვა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)