|
2016-06-03 09:27:13, 688 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავენ
პარლამენტში რიიგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავენ. როგორც ცნობილია უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტს მხარს უჭერს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პარლამენტს 16-გვერდიანი მოტივირებული შენიშვნები 1 ივნისს გადაუგზავნა. დოკუმენტში კანონპროექტის არსია მიმოხილული. მასში მოყვანილია, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებია მოყვანილი. პრეზიდენტი პარლამენტს კანონის თაობაზე შენიშვნებს ძირითადად, 3 საკითხზე სთავაზობს. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კვორუმის აწევამ შესაძლოა განაპირობოს მოსამართლეთა უმცირესობის მიერ გადაწყვეტილების მიღების დაბლოკვა. „საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გთავაზობთ, განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა ექვსი წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად და კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გარდა ზემოაღნიშნული სპეციფიკური შემთხვევებისა, როცა პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანი, თუ მის სხდომას ესწრება სულ.მცირე 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა", - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ მომზადებულ შენიშვნებში. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონიდან ის მუხლი უნდა ამოიღონ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ სამთვიან შეზღუდვას აწესებს. გარდა ამისა, პრეზიდენტის აზრით, პლენუმისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების კვორუმი უნდა შემცირდეს სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამასთანავე, გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ აღნიშნულის თაობაზე პლენუმის უარყოფითი განჩინება დასაბუთებას არ უნდა საჭიროებდეს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)