14:57 - 11 May, 2026
|
2016-06-02 17:51:03, 625 ნახვა
საზოგადოება
"ბიზნესკონტაქტის" ოთხ ჟურნალისტს უფლებამოსილება შეუჩერდა
ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "ბიზნესკონტაქტი"-ს ოთხ ჟურნალისტს - თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელარა გელანტია "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს. გელანტიას თქმით, მიზეზი "რუსთავი2"-ის გადაცემა არჩევანში მონაწილეობაა. "მადლობა ბატონო ზურაბ!... თუ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ნაკლებად აზიანებთ "მაესტროს", ცდებით",-წერს თელარა გელანტია. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილისა” და ”ანალიტიკის” პროექტების მენეჯერ გიორგი ისაკაძეს შეთავაზებაზე-აღადგინოს ტელეკომპანია "მაესტროსთან" შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, უარი ეთქვა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)