18:38 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:19:08, 690 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია: რა ინტერესი აქვს კვირიკაშვილს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და პარამეტრების სიზუსტით მოვახსენებ

"მაინტერესებს, გიორგი კვირიკაშვილს რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და  შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო",-ასე უპასუხა "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მის საპასუხოდ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც კვირიკაშვილი ამბობს,რომ  გვარამია კაცი რომ იყოს, ბრალდებებზე პასუხს გასცემდა.

"ასეა, როდესაც ადამიანებს საპასუხო არაფერიაქვთ, ისინი გადადიან შეურაცხყოფებზე. პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა და მაშინ, როცა იმაში ამხელენ, რაც ნამდვილად სიმართლეა, კერძოდ, იმაში, რომ ჯერ გრეჩიხას "შნირი" იყო და ახლა ივანიშვილის "შნირია" და ორივესგან ფულს იღებდა, ახლაც და მაშინაც, და სხვათაშორის, ორივე შემთხვევაში დანაშაულს ჩადიოდა, მას საპასუხო არაფერი აქვს და გადადის შეურაცხყოფაზე. ძალიან მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა,  რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით მკითხოს და  შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო",-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ  გიორგი კვირიკაშვილი ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics