|
2016-06-02 13:58:18, 659 ნახვა
საზოგადოება
ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი კალათბურთის ფედერაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ვიცე პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმ დატოვეს. ისინი ფედერაციას ბიუჯეტიდან მომავალი კალათბურთელებისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ. საუბარია ესპანურ სასკი ბასკონიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და უკვე გახარჯულ მილიონ 300 ათას ლარზე. ორივე მათგანი მოითხოვს, უმოკლეს დროში ჩატარდეს რიგგარეშე ყრილობა და დაინიშნოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. „დავტოვე კალათბურთის ფედერაცია. იმის გამო, რომ ვემიჯნები ფედერაციის პოლიტიკას. კალათბურთის განვითარებაზე სხვადასხვა ხედვები გვაქვს ყველა საკითხთან მიმართებაში. ეს დიდი ხანია გრძელდება. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ვითხოვ კალათბურთის სამყარო შეიკრიბოს და განიხილონ და დროზე ადრე შევწყვიტოთ ეს არასწორი კონტრაქტი. ეს ფული ქართველ ბავშვებს უნდა მოხმარდეს და არა უცხოელი ბავშვების განვითარებას. ჩვენ არ ვართ შევეიცარია, რომ უცხოელი ბავშვები აღვზარდოთ“, - განაცხადა ფედერაციის უკვე ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას. თემურ დათიკაშვილის განცხადებით, ხდება თანხები არამიზნობრივად ხარჯვა. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. „როგორც კალათბურთის სამყარო გადაწყვეტს ისე უნდა იყოს. არ შეიძლება ამხელა თანხები არამიზნობრივად ხარჯვა, შესაბამისად რიგგარე შე არჩევნები უნდა დაინიშნოს“, - განაცხადა დათიკაშვილმა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ცოტა ხანში ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძე გააკეთებს.
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)