|
2016-06-02 09:27:46, 833 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნება და ქართულ ბაზარს ახალი, საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შეემატება. შპს „ბროტმაისტერი“, რომელიც ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, 2 ივნისს, 10:00 საათზე, სოფელ დიღომში* საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით ახალ საწარმოს გახსნის. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 240 000 აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რიცხვი კი 35 ადამიანს უტოლდება, რასაც ახალი ობიექტების გახსნის შედეგად კიდევ 20 ადამიანი შეემატება. აღსანიშნავია, რომ საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ საწყის ეტაპზე დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნაც, ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც, რასაც ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა უბნებში დაემატება მსგავსი ტიპის რამდენიმე მაღაზია. ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა. 2014 წელს თბილისში, დიდ დიღომში, საწარმოსთვის აშენდა 150 კვ.მ. შენობა, რომელიც დღეისთვის უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე დანადგარით და მზადაა სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის. ასევე, აღსანიშნია, რომ ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ. საწარმოს გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია დაესწრებიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)