14:26 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 19:37:49, 609 ნახვა

საზოგადოება
Maroon 5-ის კონცერტისთვის ,,საქართველსო რკინიგზამ“ დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა

პროექტ Сheck-in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტები იმართება.

როგორც ცნობილია, 7 ივნისს ბათუმში ამერიკული პოპ როკ ჯგუფი Maroon 5 გამართავს კონცერტს.

ცნობილი ჯგუფის Maroon 5-ის კონცერტზე უამრავი ადამიანი გეგმავს დასწრებას. სწორედ ამიტომ,  ,,საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.

ჩქარი ელექტრომატარებლები N# 854/853 და  N# 856/855 მიმდიანრე წლის 6, 7 და 8 ივნისს უზრუნველყოფენ კონცერტზე დასწრების მსურველთა გადაადგილებას.

მატარებელთა მოძრაობის განრიგი კი შემდეგია:

თბილისი (გასვლა) 10:25 სთ - ბათუმი (ჩასვლა) 15:40 სთ;

ბათუმი (გასვლა) 16:35 სთ - თბილისი (ჩასვლა) 22:00 სთ;

თბილისი (გასვლა) 07:20 სთ - ბათუმი (ჩასვლა)12:35 სთ;

ბათუმი  (გასვლა) 14:00 სთ -  თბილისი (ჩასვლა) 19:10 სთ.

აღნიშნული მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად, მსურველებს გთხოვთ, დროულად შეიძინოთ ბილეთები.

,,საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics