|
2016-06-01 17:57:31, 961 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოში კვლევას კონკრეტული პროექტის ფარგლებში ატარებენ, რომელსაც „მაღალი რანგის სწავლებები აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტივობების მხარდასაჭერად“ ჰქვია და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) მიმართულებით საქართველოსა და მოლდოვას გაძლიერებას გულისხმობს. მათივე ცნობით, აღნიშნული კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის მისიებში მონაწილეობისთვის საქართველოს მომზადებას და ჩართულობას. ევროკავშირის ექსპერტებთან შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში თავდაცვის სამინისტროს როლზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)