|
2016-06-01 14:59:05, 903 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე „საქართველოს შეიარაღებული ძალების“ თემაზე მოწყობილ გამოფენას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეიარაღებული ძალების“ თემაზე მოწყობილ გამოფენას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის, სახალხო გვარდიის, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფოტოები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები. უწყების ინფორმაციით, გამოფენის შემდეგ თსუ-ის ისტორიის დოქტორანტის დიმიტრი სილაგაძის საჯარო ლექცია და მის მიერვე მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ. გამოფენა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)