17:53 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 14:27:01, 623 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 3-4 ივნისს გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 3-4 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც აღინიშნა,  რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

"მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი დაუბრუნა პარლამენტს თავისი შენიშვნებით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად, იხილავს  პრეზიდენტის შენიშვნებს და უყრის კენჭს მას. პარლამენტი უფლებამოსილია, არ გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები და განმეორებით კენჭისყრით დაადასტუროს თავის მიერ ადრე მიღებული ტექსტისთვის მხარდაჭერა. ასე რომ, ჩვენ ეს პროცედურები ამ მოწვევის  პარლამენტის პირობებში განსაკუთრებით კარგად გვაქვს ათვისებული, ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტი უნდა გადაეცეს კომიტეტს, რომელმაც პროექტი მოამზადა პარლამენტში განხილვისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა და მას დაევალა, იგი რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად მოამზადოს.

"ანუ, ჩაატაროს კომიტეტის სსდომა და განიხლოს აღნიშნული შენიშვნები", - განმარტა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics