|
2016-05-31 15:30:24, 672 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მითითებული საგნის შეცვლა 1 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მითითებული საგნის შეცვლა 1 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. ცენტრის ინფორმაციით, ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ. : ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება შეიცვალოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ და ა.შ. ენებზე). საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია წელს 3 ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე, რომელიც 9 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს დასრულდა, აბიტურიენტებმა პირადი მონაცემები შეიტანეს, აირჩიეს საგამოცდო ქალაქი და მიუთითეს ჩასაბარებელი საგნები. წელს, პირველად აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საგამოცდო ბარათები ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) ამობეჭდონ. ცნობისთვის, 2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექრონული ფორმატით ჩატარდება - ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)