|
2016-05-31 14:13:04, 704 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად მარადმწვანე ხეები დაირგო
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კუნძულზე 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დაირგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ილექსის ჯიშის 23 ხის დარგვაში მონაწილეობა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიიღეს. „13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა სახელობის ხეები დავრგეთ. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ეს ადამიანები არასდროს დავივიწყოთ და აღნიშნულიტერიტორია იქნება კონკრეტული ადგილი, სადაც ყოველთვის მოვალთ და მოვიგონებთ მათ სახელებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, 13 ივნისის სტიქიის შედეგად,სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სწორედ, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ვერეს ხეობას 23 მარადმწვანე, განსაკუთრებული ჯიშის ხე შეემატა. მერთან ერთად სიმბოლურ ღონისძიებაში მონაწილეობა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)