|
2016-05-31 13:48:33, 938 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძემ თურქეთში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თურქეთში ომის კოლეჯის მიერ გამართულ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სიმპოზიუმში - IRAS'16 მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძე სიტყვით გამოვიდა სხდომის ფარგლებში გამართულ თემატურ კონფერენციაზე - „ტერორისტული ორგანიზაციის ტრანსფორმაცია“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტერორისტული ორგანიზაციების ტრანსფორმაციაზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა. სიმპოზიუმში 8 ქვეყნის ოცი სპიკერი მონაწილეობდა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ. სიმპოზიუმს ასევე დაესწრნენ თურქეთის მაღალი რანგის პირები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები. სიმპოზიუმის ძირითადი მიზანი შუა აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრის შესწავლა და შემდგომში სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა იყო. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ანა დოლიძე სტამბოლში სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)