|
2016-05-31 11:17:42, 995 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ქართველმა სამხედროებმა პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. კაპრალი თემურ დადიანი და მასტერ-სერჟანტი აბესალომ ბუკია საქართველოში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ. პარამკლავჭიდის XIX ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა. თემურ დადიანმა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩატარებული რვა შეხვედრიდან ექვსი მოიგო. იგი ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ მეტოქესთან დამარცხდა და პარამკლავჭიდში ევროპის ვიცე–ჩემპიონი გახდა. რუმინეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 24 წლის დადიანმა ორივე მკლავით ვერცხლის მედლები მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მიიღო. მასტერ-სერჟანტ აბესალომ ბუკიას ჩემპიონატში საკუთარ წონით კატეგორიაში მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ასპარეზობის შედეგად მასაც ვერცხლის მედალი ერგო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)