|
2016-05-30 20:18:04, 735 ნახვა
საზოგადოება
„პალაცო დელა კანჩელერია"-ში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრამანტეს უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერიაში" საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება აღორძინების ხანის მხატვრის ჯორჯო ვაზარის მიერ მოხატულ დარბაზში ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, კახა სიხარულიძემ. კონცერტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო დონის ქართველმა ვარსკვლავმა, მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ. მას აკომპანიმენტი გაუწია პიანისტმა, ეკა მეტრეველმა. კონცერტზე გაჟღერდა ქართველი და იტალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის არიები ოთარ თაქთაქიშვილის, ჯუზეპე ვერდის, დიმიტრი არაყიშვილის, ჯოაკინო როსინის, რევაზ ლაღიძისა და ფრანჩესკო ჩილეას ოპერებიდან. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ხატწერის გამოფენა. კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ქართული კერძები და ღვინო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)