|
2016-05-30 17:51:36, 761 ნახვა
პოლიტიკა
სოფელ საზაქენდთან საქართველოს საზღვრის გადმოწევას სომხეთის საელჩოში უარყოფენ
სომხეთის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოწევის ფაქტს, სომხეთის საელჩოში არ ადასტურებენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოში სომხეთის საელჩოდან აცნობეს, სადაც აღნიშნეს, რომ მედიით გავრცელებული ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ საზაქენდში, რომლის ახლოსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადის, სომეხმა მესაზღვრეებმა 10-15 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს. ტელეკომპანია ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს მხოლოდ ბოლო დიდი ნაბიჯია, თორემ მიწების თვითნებური მითვისება აქ დიდი ხანია, გრძელდება. სასაზღვრო ზოლში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია, ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ადრე საზღვარი გაცილებით შორის იყო, ახლა კი საცხოვრებელ სახლებთან გადის. მსგავსი პრობლემა არის საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრებზეც, რომლებიც წლიდან წლამდე ადგილს იცვლის. როგორც წესი, საზღვრის შეცვლა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე ხდება. ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ექსპრესნიუსი" სომხეთის საელჩოს საქართველოში დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, საზღვრის გადმოწევის ფაქტი რეალობას არ შეესაბამება. საელჩოს პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უკვე უარყო.
აქტივისტი ნანა სანდერი: მე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის აუდიტს ჩაატარებს
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)