|
2016-05-30 17:34:23, 983 ნახვა
სამხედრო
ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის ოცეულით გაზრდა იგეგმება
ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის ოცეულით გაზრდა იგეგმება. შესაბამისი რეკომენდაცია ეროვნულმა უშიშროების საბჭომ დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტს მისცა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იმედოვნებს, პარლამენტი კონტინგენტის ოცეულით გაზრდის საკითხს მხარს დაუჭერს. „ეროვნულმა უშიშროების საბჭომ რეკომენდაცია მისცა პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის გაზრდა ოცეულით. დღეს, ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს, საუბარია 20-ზე. იმედი გვაქვს პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას, თუმცა რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მასზეა“, - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭო ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომას სხვა მუდმივ წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)