05:07 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 17:19:02, 1030 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: წინასწარი შეფასებით, აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საქონლის ექსპორტი 608,1 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11, 7%-ით ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,2%-ით გაიზარდა საქონლის იმპორტი. ამ მონაცემმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2 679, 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3 287,2 მილიონი აშშ დოლარის ტოლია.

რაც შეეხება ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 3 952 ერთეული საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-ით მეტია. 9%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და აღნიშნული მონაცემი იანვარ-აპრილში 4 196 მილიონი ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics